საინვესტიციო კონფერენცია

დიმიტროვი: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეამცირებს უმუშევრობას

tabula.ge

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კარგ შედეგს მოიტანს, თუ სწორად იქნება გამოყენებული. აღნიშნულის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საინვესტიციო კონფერენციაზე ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა.

დიმიტროვის თქმით, მიმდინარე წელს კოაბიტაციასთან დაკავშირებული ცალკეული სირთულეების მიუხედავად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი და სამაგალითო გადაცემა და საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს, თუ სწორად იქნება გამოყენებული. ის საშუალებას იძლევა, შემცირდეს უმუშევრობა, სიღარიბის დონე და ამ მიმართულებით მზად ვართ, თქვენ გვერდით ვიყოთ", - თქვა დიმიტროვმა.

ბიზნესფორუმში ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის East Invest-ის ფარგლებში იმართება.

კომენტარები