საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის სასახლე მოქალაქეებმა დაათვალიერეს

საქართველსო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, სასახლის დათვალიერების ყველა მსურველისთვის გაიხსნა. "სასახლეში ტურები პრაქტიკულად ყოველდღიურად ეწყობოდა, დღეში რამდენჯერმეც. მაგრამ გადავწყვიტეთ, ახლა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის მიგვეცა სასახლის დათვალიერების საშუალება, რადგან ახალი მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა დაიხუროს და კიდევ რა ბედს დააწევენ, არავინ იცის", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა.

დილიდან ავლაბრის რეზიდენციასთან სასახლის დათვალიერების მსურველთა რიგები იდგა. დამთვალიერებლებს გიდი ემსახურებოდა.

ბარნოვის თქმით, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სამუშაო კაბინეტი უკვე დაცალა. "დღეს დავცალეთ ყველაფერი. ბოლო სამუშაო დღე გვაქვს ამ სასახლეში", - აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები