საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ "Euronews"-თან

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, „Euronews”-ს ინტერვიუ მისცა.  ინტერვიუს "ტაბულა" უცვლელად გთავაზობთ:

ევრონიუსი: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა ქვეყანამ მოახდინა ასოცირების შეთანხმების ინიცირება ევროკავშირთან და  თქვენ იმედოვნებთ, რომ საქართველო მალე შეუერთდება ევროკავშირს. რა გაფიქრებინებთ რომ საქართველო  ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი?“

გიორგი მარგველაშვილი: „საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილია, ამ გზაზე სვლას ვაგრძელებთ და რაღაც ეტაპზე, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში, ჩვენ რეალურად გავხდებით ამ ოჯახის ნაწილი. არა მარტო კულტურულად, არამედ პოლიტიკურადაც.“

ევრონიუსი: „ფიქრობთ, რომ რუსეთი მოახდენს თქვენზე ზეწოლას იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსად არ მოხდეს შეთანხმების ხელმოწერა და როგორ გაუმკლავდებით ამ ზეწოლას?“

მარგველაშვილი: „პოლიტიკაში ანალოგიების ძიება ყოველთვის მართებული არ არის. რა თქმა უნდა გარემო სამიტზე ქმნის ამ ანალოგიის ძიების ცდუნებას. ჩვენ გვსურს, რომ ვიფიქროთ ევროპული ფორმატის „ორმხრივი მოგების“ პოლიტიკით,  ევროპული პარადიგმით, რომ უფრო ვრცელი და  დიდი ევროპა უფრო მშვიდობიანი მსოფლიოა, უფრო მშვიდობიანი რეგიონია, უფრო მშვიდობიანი რუსეთის სამეზობლოა“.

ევრონიუსი: „თქვენ გსურთ, რომ თქვენი ქვეყანაა შეუერთდეს ორივეს: ევროკავშირსა და ნატოს, და ასევე გსურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. რამდენად თავსებადია ეს ორი რამ?

მარგველაშვილი: „ვინმემ შეიძლება  მითხრას,  რატომ არაა თავსებადი?“

ევრონიუსი:“ნატო და რუსეთი?“

მარგველაშვილი: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა საკუთარი პოლიტიკით. საქართველო ცდილობს თავისი გზავნილი სამეზობლოში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, გაავრცელოს. რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ცივილიზებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო და ევრო-ატლანტიკური საქართველო არავისთვის საფრთხე არაა, არამედ პირიქით, ეს უფრო სტაბილური საზღვარს და უფრო სტაბილურ სამეზობლოს ნიშნავს.“ 

კომენტარები