დინამო თბილისი

დუშან უჰრინი თბილისის დინამოდან პლზენში წავიდა

დუშან უჰრინი
fcdinamo.ge

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში თბილისის დინამომ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და ჩისკოს, გიორგი მერებაშვილისა და ჯაბა დვალის გოლებით, ანგარიშით - 3:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ დინამოდან მიდის და მუშაობას სამშობლოში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩეხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფეხბურთ კლუბ პლზენის ახალ მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინის კანდიდატურა განიხილებოდა. ჩეხმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მონაწილე კლუბს სიამოვნებით ჩაუდგებოდა და როგორც ჩანს, პლზენსა და უჰრინს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

უფრო ვრცელ განცხადებას თემის ირგვლივ, დუშან უჰრინი ხვალ გააკეთებს.

კომენტარები