არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს

დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს. ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ კანდიდატურა მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს. მათი განცხადებით, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კანდიდატების ხედვები ემთხვევა.

ვლადიმერ ბოისას თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა მიხეილ გაბრიჩიძეს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა განაცხადა. მან ყრილობაზე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადება წაიკითხა. FIBA-ს შეფასებით, საქართველოს კალათბურთის ასოციაციის წესდება სრულყოფილი არ არის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. მიხეილ ახვლედიანის განმარტებით, სანამ წესდებაში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

კომენტარები