ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი

დავით ბატონიშვილი: სინანულით ვაცხადებ, ქორწინება ანნა ბაგრატიონთან დასრულდა

royalhouseofgeorgia.ge

ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დავით ბატონიშვილი მეუღლე ანნა ბაგრატიონს დაშორდა. ამის შესახებ ის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"სინანულით ვაცხადებ, რომ ჩემი ქორწინება ანნა ბაგრატიონთან დასრულდა. თუმცა, მას მადლობას ვუხდი, რომ ჩვენ გვყავს ვაჟი გიორგი ბაგრატიონი. მისი ნათლობის დღეს 2013 წლის 3 ნოემბერს, უწმინდესმა ილია მეორემ თქვა, რომ გიორგი ბაგრატიონი, მისი მამის, ბაბუის და წინაპრების მსგავსად, მუხრანბატონთა უფლისწულის სტატუსის მატარებელი იქნება" - აცხადებს დავით ბატონიშვილი.

კომენტარები