ლაფანყური

დაღესტნელ დევნილს მაგომედ მაგომედოვს რუსეთში მიაკვლიეს

ამერიკის ხმა

დაღესტნელი დევნილი, მაგომედ მაგომედოვი რუსეთში აღმოაჩინეს. საქართველოში მაგომედოვი რამდენიმე თვე ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც მას დევნილი სტატუსი მიანიჭეს მაგომედოვი გაუჩინარდა და მისი ადგისამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ  რუსეთს მაგომედოვი საქართველოს ხელისუფლება გადასცა. მისი დის განცხადებით ოჯახმა, წითელი ჯვრის დახამრებით რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა,  რომელმაც დაადასტურა რომ პიროვნება მაგომედ მაგომედოვის სახელით რუსეთში ნამდვილად იმყოფება. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია. ოჯახის თქმით, შესაძლოა მაგომედოვი რუსეთის უსაფრთოხების ფედერალურ სამსახურს ყავდეს აყვანილი. მისი დგის განცხადებით, მათ იციან, რომ ის ციხეშია, თუმცა რა ბრალდებით მათთვის უცნობია. 

მაგომედოვის და მიიჩნევს, რომ საქართველომ ის რუსეთის მხარეს ლაფანყურის საქმის გამო გადასცა. 

"მე ვიცი რომ ის ბიჭები, რომელიც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლეს იქ მოტყუებით მოხვდნენ. ჩემ ძმასაც შესთავაზეს იქ წასვლა, თუმცა მან უარი თქვა. შესაძლოა სწორედ ამიტომ გადასცეს ის რუსულ მხარეს, არა ვარ ამაში დარწმუნებული, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი," - აცხადებს მაგომედოვის და. 

კომენტარები