პროკურატურის მოთხოვნა

პროკურატურა ცესკოს 2010 წლის უკრაინის არჩევნებზე დამკვირვებელთა სიას სთხოვს

ცესკო

საქართველოს მთავარი პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურ წერილს უგზავნის და 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრებულთა სიას სთხოვს.

"შემოსულია ცესკო-ში მთავარი პროკურატურიდან წერილი. ისინი ითხოვენ ინფორმაციას თუ ვინ წავიდა საქართველოდან 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მოვამზადოთ და გავაგზავნოთ" - უთხრა ტაბულას ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

ტაბულა პროკურატურასთან დაკავშირებას და უწყებისგან განმარტების მოპოვებას ცდილობს იმასთან დაკავშირებით თუ რის საფუძველზე და რა მოტივაციით ითხოვენ ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას.

კომენტარები