არეულობა უკრაინაში

იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პოსტიდან გაათავისუფლა

unian.net

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ზამანა პოსტიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.

ზამანას ადგილი უკრაინის ფლოტის ადმირალმა იური ილინმა დაიკავა. 

დღის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ფართომასშტაბიან ”ანტიტერორისტულ” კამპანიას იწყებდა, რომლის მიზანიც ”ექსტრემისტების” წინააღმდეგ ბრძოლა იყო. 

უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: უკრაინის კანონის "ტერორიზმის შესახებ" მე-5 მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მმართველობის ორგანოები, შენაერთები და შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები უზრუნველყოფენ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები