ეს შენ გეხება

69% კრიტიკულ პოლიტიკურ მოსაზრებებს სატელეფონო საუბარში არ გამოთქვამს

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სატელეფონო მოსმენების შესახებ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% სატელეფონო საუბრისას მეგობარს საიდუმლოს არ გაანდობს. 69% კი პოლიტიკური მოვლენების შესახებ კრიტიკულ მოსაზრებას მეგობარს სატელეფონო საუბრისას არ გაუზიარებს. კამპანიის მონაწილეები  უკანონო მოსმენებისა და მიყურადების წინააღმდეგ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ითხოვენ.

„ეს შენ გეხებას“-ს ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა. მან კამპანიის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა. როგორც პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ბალანსი დაცული უნდა იყოს. მარგველაშვილი მხარეებს აქტიური დიალოგისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილი არიან. კამპაანიის მონაწილეების აზრით, პროცესში პრეზიდენტის ჩართვა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განხილვებს გაააქტიურებს.

კომენტარები