დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

პრეზიდენტი: ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ".

"მხოლოდ სათანადო ცოდნით აღჭურვილი შევძლებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვასა და პირობების შექმნას იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, ბავშვებს დაუნის სინდრომით გზა უნდა გავუხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, მაქსიმალურად ჩავაბათ შემოქმედებით საქმიანობასა თუ სპორტში, რათა მშვიდად იცხოვრონ ახლობლების გარემოცვაში, იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. მეც, როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება და დრო დავუთმო იმ გზებისა და საშუალებების შესწავლას, რომლებიც ჩვენ ყველას სოლიდარულ თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ყოველწლიურად, 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  

კომენტარები