ბიზნესგარემო საქართველოში

ფადი ასლი: ვინც ამბობს რომ ბიზნესი თავისუფალია ის იდიოტია, ან მატყუარა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს რომ საქართველოში ბიზნესები თავისუფალია, არის არაკომპეტენტური, იდიოტი ან მატყუარა - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი, განაცხადა.

ასლის განცხადებით დღეს საქართველოში ბიზნეს იგივე პრობლემები აქვს რაც 16 წლის წინ ქონდა. მისი თქმით კომპანიების დიდი ნაწილი შემოსავლების სამსახურისგან წნეხს განიცდის და დაშინებულია.

”ჩვენი წევრი ასზე მეტი კომპანიიდან,  საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელიც განიცდის წნეხს შემოსავლების სამსახურის მხრიდან. მე არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მე ვარ ამ წნეხის ქვეშ, მე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა ჩვენი წევრი კომპანიების წინაშე და ეს წევრი კომპანიები არიან წნეხის ქვეშ. თქვენ რომ წახვიდეთ და დაელაპარაკოთ ამ კომპანიებს, ისინი შეშინებულები არიან, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომლსაც შეიძლება რომ ინტერვიუ ჩამოართვათ, გეტყვიან „არა, არაფერი, ყველაფერი რიგზეა, ბიზნესის თავისუფლება ხელშეუხებელია“ იმიტომ რომ ისინი შეშინებულები არიან, მათ ეშინიათ რომ თუ სხვაგვარად აღწერენ სიტუაციას, ისინი გახდებიან სამართლებრივი დევნის მსხვერპლი

საკითხები, რომელზეც მე დღეს ვსაუბრობ, ზუსტად იგივე პრობლემებია, რომელზეც ვლაპარაკობდით 16 წლის წინ. ზუსტად იგივე პრობლემები, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვართ ზუსტად იმავე სიტუაციაში, სადაც ვიყავით 16 წლის წინ. ანუ, ბიზნესები განიცდიან ზეწოლას, ბიზნესებს ეშინიათ რომ პრობლემებზე აპელირება გააკეთონ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ბიზნესები თავისუფალია არის ან არაკომპეტენტური, იდიოტი ან მატყუარა. არსებობს მხოლოდ ეს სამი ვარიანტი, სხვა არა. ამიტომ, მოდი ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ვაღიაროთ რომ არსებობს პრობლემები, გადავჭრათ ეს პრობლემები და ვიმოქმედოთ საქართველოს საუკეთესო ინტერესებით. და თუ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ისინი ბიზნესების მეგობრები არიან, მე ვიტყოდი რომ ასეთი მეგობრების პირობებში, ჩვენ მტრები აღარ გვჭირდება” - განაცხადა ასლიმ.   

კომენტარები