ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თევდორაძე: წყალტუბოს გამგეობამ რწმუნებულები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

წყალტუბოს გამგეობამ სოფლის რწმუნებულებისთვის ატესტაცია ჩაატარა და პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანები თანამდებობიდან გაუშვა, - თქვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.

დეპუტატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოების ყველა თანამშრომელს ატესტაციის  გავლა მოუწევს, წყალტუბოს გამგეობამ სოფლის რწმუნებულებისთვის ატესტაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაატარა. 

კომენტარები