უგულავას დაკითხვა

თავისუფალ ზონასა და ახალგაზრდულ ცენტრს შორის დაპირისპირება მოხდა

ინტეპრესნიუსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თავისუფალი ზონისა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც საგამოძიებო სამსახურთან თავისუფალი ზონის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე 4 საათზე მეტია ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს. უგულავა სითი პარკის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხება.

კომენტარები