ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

მაია ფანჯიკიძე: ეს უბრალოდ ენობრივი ლაფსუსი იყო

„ეს უბრალოდ ენობრივი ლაფსუსი იყო“, - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარი შეცვალა.

„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საქართველოში შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს. ადგილობრივი არჩევნები ODIHR-ის დამკვირვებლების კომპეტენციაში არ შედის“, - ამბობდა მაია ფანჯიკიძე.

მოგვიანებით, მინისტრმა ეს კომენტარი ენობრივი ლაფსუსით ახსნა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების კომპეტენცია არც ეუთო-ს და არც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვთ.

რაც შეეხება ODIHR-ს, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ მისგან წერილი დაახლოებით ერთი თვის წინათ მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ დააკვირდებიან.

„ეს მაფიქრებინებს, რომ არჩევნების ჩატარების ისეთი კარგი სახელი გვაქვს, რომ ისინი საქართველოში ჩამოსასვლელად მაინცდამაინც სახსრების მოიძიებას სავალდებულოდ არ მიიჩნევენ. თუმცა, ჩვენი თხოვნით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მაინც შეიცვალოს“, - ამბობს ფანჯიკიძე.  

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სამინისტროს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესიდან პასუხი უკვე აქვს, რომ ისინი არჩევნებს დააკვირდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანიზაციებიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. 

კომენტარები