ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

წულუკიანი - ისეთი არაფერია, რამაც ერში თუ ბერში, ვინმე შეიძლება, შეაშფოთოს

თეა წულუკიანი

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ისეთი არაფერი წერია, რამაც ერში ან ბერში შეიძლება, ვინმე შეაშფოთოს, - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, კანონპროექტში არაფერი მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ერთსქესიანი ქორწინება ოდესმე ნებადართული იქნება, ან ერთსქესიანი წყვილები ბავშვის აყვანას შეძლებენ.

„ყველას მოვალეობაა, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე თვალშისაცემი, პატივსაცემი პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ ანერვიულოს. მისი სახელი არ ახსენოს იქ, სადაც აბსოლუტურად სხვა ტიპის საკითხები განიხილება. ჩვენ, როგორც საერო ხელისუფლებას, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, ხოლო ეკლესიას - თავისი. დღეს ეკლესია და სახელმწიფო ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებში ერთიანია“, - მიიჩნევს თეა წულუკიანი. 

კომენტარები