ნიუ იორკ სიტი

ლემპარდი და ვილია კარიერას ნიუ იორკ სიტიში გააგრძელებენ

0 კომენტარი

ფრენკ ლემპარდმა და დავიდ ვილიამ ნიუ იორკ სიტისთან პირობები შეათანხმეს და ახალ კლუბში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისას გადავლენ.

ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელებმა ფორმალური დეტალები მანჩესტერ სიტის ქერინგტონ კომპლექსში მოაგვარეს.

ნიუ იორკ სიტი მანჩესტერ სიტისა და ბეისბოლის გუნდის - ნიუ იორკ იანკის მფლობელობაშია. კლუბი 2013 წელს დაარსდა და ხსენებული ორი ტრანსფერი მისთვის ლიგაში სერიოზული მიზნების მისაღწევად უმთავრეს დახმარებად ითვლება.

2001 წელს, 11 მილიონად ვესტ ჰემ იუნაიტედიდან ჩელსიში გადმოსულმა ლემპარდმა აქამდე კლუბის მაისურით სარეკორდო 211 გოლის გატანა შეძლო. ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კლუბს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

ლემპარდიც და ვილიაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიაში მიემგზავრებიან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები