აფხაზეთი

სურკოვი: რუსეთი აფხაზეთის მხარდაჭერას გააგრძელებს

surkov.livejournal.com

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „აქტიურად მუშაობს" ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან. მისი თქმით, „რუსეთი აფხაზი ხალხისთვის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სრული მოცულობით უზრუნველყოფს".

სურკოვი სოხუმში საშუამავლო მისიით იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 27 მაისს ოპოზიციამ სოხუმის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ანქვაბის რეზიდენცია დაიკავა. ანქვაბმა 1 ივნისს განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მანამდე კი დე ფაქტო პარლამენტმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

სურკოვის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში მოგვარებულია, „მოლაპარაკების ყველა მონაწილის სიბრძნისა და ალექსანდრ ანქვაბის დიდსულოვანი გადაწყვეტილების წყალობით".

კომენტარები