ბარაკ ობამა

ობამა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების გასაზრდელად 1 მილიარდს ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას გეგმავს. ამისთვის ბარაკ ობამა კონგრესს დამატებით მილიარდ დოლარს სთხოვს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა უსაფრთხოების სფეროში ახალ გამოწვევებს უკავშირდება. გათვალისწინებულია ამერიკული საზღვაო ძალების გაძლიერება შავ და ბალტიის ზღვებზე.

რამდენიმე კვირის წინ შეერთებულმა შტატებმა NATO-ს მანევრებში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი უკვე გაგზავნა. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში ამერიკულ სამხედრო გემები პატრულირებენ.

კომენტარები