საქართველო NATO-ში

აპატურაი: ქართველი პოლიტიკოსები არ ამბობენ, რომ საქართველო მზადაა NATO-სთვის

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

"არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო NATO-ს წევრობისთვის არის მზად",  -განაცხადა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენემა ჯეიმს აპატურაიმ უელსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას.

აპატურაის განცხადებთ, ანგარიში, რომელიც ალიანსმა საქართველოსთან დაკავშირებით სამიტისთვის მოამზადა, „საერთო ჯამში პოზიტიურია, ვინაიდან ბევრი რამ გაკეთდა და არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“.

„დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის ჩვენ დავინახავთ NATO -სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას“,  - აღნიშნა აპატურაიმ. მისი თქმით, ალიანსი საქართველოს თანამშრომლობის ახალ პაკეტს შესთავაზებს, რომელიც მრავალ ელემენტს მოიცავს. მისი თქმით, საქართველო ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობის  გაღრმავებას უნდა ელოდოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალიანსის წევრები საქართველოსთვის უელსის სამიტზე MAP-ის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდნენ და NATO წევრობის სამოქმედო გეგმის ნაცვლად საქართველოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს შესთავაზებს.  

კომენტარები