სამომხმარებლო ბაზარი

РОСПОТРЕБНАДЗОР-მა McDonald's-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

NBC news

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (РОСПОТРЕБНАДЗОР) ამერიკული ბრენდის McDonald's-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. სააგენტოს მტკიცებით, რესტორანი ცუდი სანიტარული პირობების ქვეშ ოპერირებს და მათ პროდუქციაზე სწორად არ არის მითითებული ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს კალორიების ოდენობა, რომელსაც რომელიმე კონკრეტული საკვების მოხმარებისას იღებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ფედერალური სააგენტო McDonald's-ს ედავება იმაში, რომ თევზისა და ქათმის ბურგერები, ჩიზბურგერი და Royale ბურგერი 2-3-ჯერ იმაზე მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ეს მათ შეფუთვაზეა მითითებული; რძის კოქტეილი და ნაყინი კი 2-ჯერ იმაზე მეტ ცხიმს, ცილას და ნახშირწყლებს, ვიდრე მომხმარებელმა იცის. 

McDonald's-ის როლებსა და ბოსტნეულის სალათში ასევე აღმოჩენილია ბაქტერია (e. coli), რომელმაც შესაძლოა ადამიანი მოწამლოს, - ამბობს РОСПОТРЕБНАДЗОР-ი. 

McDonald's-ის რუსული ქსელის მფლობელი ამერიკული წარმოშობის კანადელი ბიზნესმენი ჯორჯ კოონია, რომელმაც მოსკოვში პირველი რესტორანი 1990 წელს გახსნა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ 29 ივლისს უკრაინიდან ბოსტნეულის, ხილის და თევზის კონსერვების იმპორტიც აკრძალა

კომენტარები