ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: უკრაინაში ბრძოლისთვის ჩემს მეგობრებს ბრალის წაყენებით ემუქრებიან

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, უკრაინაში მებრძოლი მისი მეგობრების ოჯახებს "უშიშროების თანამშრომლები აწიოკებენ". როგორც ახალაიამ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე თქვა, მათ ემუქრებიან, რომ თუ ბრძოლას არ მიატოვებენ, ბრალს წაუყენებენ და ძებნას გამოაცხადებენ.

"ჩემი თითქმის ყველა მეგობარი დღეს იბრძვის უკრაინაში, რომელთა ოჯახებს აწიოკებენ უშიშროების თანამშრომლები, ოჯახებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ მიატოვებენ ბრძოლას, მათ წაეყენებათ ახალი ბრალები და გამოცხადდება ძებნა მათზე. ბევრი ჩემი მეგობარიც ხვალ-ზეგ მიდის და მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გადაიფიქრებენ, ჩაუდებენ ნარკოტიკს, ჩაუდებენ იარაღს! უკრაინელები ჩვენ გვეხმარებოდნენ 20 წლის წინ და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდში. ეს არ არის მარტო მათი ბრძოლა, იქ რაც უფრო მეტი მტერი, რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში", - განაცხადა ახალაიამ.

კომენტარები