საბანკო სექტორი

Sberbank-ი იპოთეკურ სესხთან ერთად რუს მომხმარებელზე კატებსაც გასცემს

0 კომენტარი
ფოტო: gogogodzirra.deviantart.com

რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, რუსული ცრურწმენის შესაბამისად - რომ ბინა პირველად კატამ უნდა ნახოს, მომხმარებლებს ძვირადღირებულ საბინაო სესხებზე დამატებით კატების მიყვანის სერვისს სთავაზობს.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად Sberbank-ში სპეციალურად ამ პროგრამისთვის კატების მიყვანის ონლაინსამსახური ამოქმედდა. ბანკი მომხმარებლებს კატების ფართო არჩევანს სთავაზობს. თუმცა სიანტერესოა, რომ კლიენტთან კატა მხოლოდ ორი საათი რჩება, ყველა ოთახის შემოვლის შემდეგ კი, სერვისის თანამშრომელებს იგი უკვე მომდევნო მომხმარებელთან მიჰყავთ.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთში საბინაო სესხების მოცულობა 13%-ით გაიზარდა, თუმცა ამის მიზეზი კატები არ არიან, ეკონომიკური რყევების გამო, რუსეთში უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებას. ნავარაუდევია, რომ წლის ბოლომდე საბინაო სესხების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს - $50 მილიარდს მიაღწევს. 

Sberbank-ის აქციების საკონტროლო პაკეტს რუსეთის სახელმწიფო აკონტროლებს. სანქციების დაწესების შემდეგ საბინაო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მინიმუმ 12.5% გახდა. რუსული საბანკო დაწესებულებები მომავალში კიდევ უფრო გამკაცრებული სანქციების წინაშე შეიძლება დადგნენ.

პროგრამაში მონაწილე ყველა კატა Sberbank-ის თანამშრომლებს ეკუთვნით. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ბანკმა კლიენტებს კიდევ სხვა ორიგინალური სერვისიც შესთავაზოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები