საქართველოში ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

შსს: აგვისტოს თვეში წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გასული თვის მდგომარეობით გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, აგვისტოს თვე 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 0.5 %-ით ნაკლებია.

პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით მოიმატა, ტრანზიტმა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით იკლო, ხოლო სხვა ვიზიტებმა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 0.7%-ით მოიმატა.

2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. ასევე, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთიდან (საერთო რაოდენობის 62%), სომხეთიდან (21%), აზერბაიჯანიდან (7 %) და უკრაინიდან (3%).

 

კომენტარები