უელსის სამიტი

ხოშტარია: ამგვარი ჩანაწერი კონფლიქტებთან დაკავშირებით სხვა დროს არ ყოფილა

timer.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტების არსებობა რეგიონის მოქალაქეების ევრო-ატლანტიკური წევრეობისთვის ხელისშემშლელია, აქამდე არ ყოფილა.


"ამგვარი ჩანაწერი სხვა დროს არ ყოფილა. იყო study on enlargement-ში, რომელიც სავალდებულო დოკუმენტი არ იყო. ეს 31-ე პარაგრაფის ფორმულირება ჯერ ძალიან ბუნდივანია და არის შანსი ვიმუშაოთ მეგობრებთან, იმისთვის, რომ შემდგომი დოკუმენტებიდან ამოვიღოთ და არ ჩამოყალიბდეს ნატოს სრულყოფილ დებულებად, იმის შესახებ, რომ კონფლიქტით ვერ შევალთ. NATO წარსულში საპირისპიროს ამბობდა ჩვენს კონფლიქტზე - რომ არ არის წინაღობა, ეს არაერთხელ უთქვამს რასმუსენს" - აცხადებს ხოშტარია.

კომენტარები