აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ-ის თავდაცვამ ალასკასთან ახლოს ექვსი რუსული თვითმფრინავი დააფიქსირა

sires.house.gov

აშშ-თან, ალასკასთან ახლოს რუსული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები დააფიქსირეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით,  ალასკას ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ექვსი რუსული გამანადგურებელი შევიდა, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე არ შესულან.

პენტაგონის წარმომადგენის განცხადებით მას შემდეგ რაც რუსული ავიაგამანადგურებელი აშშ-ის საზღვრებთან გამოჩნდა, ჰაერში, სიტუაციის გასაკონტროლებლად აშშ-ისა და კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ოთხშაბათს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

კომენტარები