აშშ ISIS-ის წინააღმდეგ

თურქეთი მზად არის, ერაყელ ქურთებს სირიაში გზა გაუხსნას

0 კომენტარი

თურქეთი დაეხმარება ქურთ მებრძოლებს ერაყიდან თურქეთის მოსაზღვრე სირიის რეგიონში გადაადგილებაში. ამის შესახებ  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ამასთან, თურქეთთან მოსაზღვრე სირიის ქალაქ კობანეში ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქურთებს ამერიკულმა სამხედრო ავიაციამ ჰაერიდან იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაციაში სი 130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა მიიღეს მონაწილეობა. ვაშინგტონი ქურთი მებრძოლების სახმელეთო გზით დახმარების საკითხსაც განიხილავს, თუმცა თურქეთის პოზიცია ამ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო დღეებში ამერიკულმა ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ კობანეს მიდამოებში 135 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ტერორისტთა წინსვლა შენელდა და ასეულობით ისლამისტი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები