ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერს თავს დაესხნენ

vestikavkaza.ru

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა НУЖНАЯ ГАЗЕТА ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბუთბა თავის ოჯახთან ერთად, სოხუმის ცენტრში მგზავრობდა, როდესაც მათ მანქანამ გზა გადაუჭრა. მანქანიდან გადმოსულმა ორმა პირმა ბუთბას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარ თავდასხმაზე მილიციას თავად ბუთბამ შეატყობინა.

გამოცემისვე ინფორმაციით, თავდამსხმელთა მანქანა ეშერას გამშვებ პუნქტზე დააკავეს. მანქანაში იმყოფებოდა სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომელი ახრა ენიკი, ინალ ავიძბა და ნუტა აშუბა, რომლებიც ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ ენიკი და ავიძბა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს დაკავებულთა დაკითხვა.

კომენტარები