ქუთაისის შემოვლითი გზა

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

პრემიერმინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი, 32-კილომეტრიანი გზა, ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან ერთად გახსნა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. ღარიბაშვილის თქმით, მინისტრმა შავლიაშვილმა და მისმა გუნდმა ეფექტურად და შედეგიანად იმუშავეს. პრემიერის მტკიცებით, ამ გუნდმა 2 წლის განმავლობაში მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე წინა მთავრობამ - 7-8 წლის განმავლობაში.

„შთამბეჭდავია ის შედეგი, რასაც შავლიაშვილმა მიაღწია ამ ორი წლის განმავლობაში. წინა ხელისუფლების დროს 8 წლის განმავლობაში მოხდა მხოლოდ 70 კმ მაგისტრალის მშენებლობა, მისმა გუნდმა და მისმა წინამორბედმა ორ წელიწადში ერთობლივად შეძლეს 55 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, 550 კმ-ზე მეტი გზის მშენებლობა-შეკეთება-რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი ხიდის კაპიტალური რეაბილიტაცია და 19 ახალი ხიდის მშენებლობა. ეს არის ის რეალური შედეგი, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები