პარლამენტის პლენარული სხდომა

კობახიძემ მანდატურებს უმცირესობის დეპუტატების დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ მანდატურებს მათი დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კობახიძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და პროტესტი ხელის ბრახუნით გამოხატეს. უმცირესობების წარმომადგენელთა განცხადებით, ვიცესპიკერმა სიტყვა უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას მაშინ მისცა, როცა რეგლამენტით უმცირესობის წევრ დავით დარჩიაშვილის გამოსვლა იყო დაგეგმილი.

მანანა კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობიდან 7 დეპუტატს მიეცა გამოსვლის შესაძლებლობა, ხოლო უმრავლესობიდან 3-ს. მისი თქმით, საჭირო იყო პარიტეტის დაცვა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მანდატურის სამსახურს დარბაზიდან არ გაუყვანია.

კომენტარები