სპეცოპერაცია გროზნოში

გროზნოში სპეცოპერაციის შედეგად, 9 ბოევიკი მოკლეს

AP

გასული ღამის განმავლობაში არეულობისა და სროლის ხმა ისმოდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდნენ, ხოლო შემდეგ გროზნოს ცენტრში სტამბის შენობას შეაფარეს თავი.

ბოევიკების ნეიტრალიზაციის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, პოლიციამ 9 ბოევიკის ლიკვიდირება შეძლო. მისივე ცნობით, კიდევ რამდენიმე ბოევიკის ბლოკირება მოხდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლის შენობაშიც.

კომენტარები