თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მთავრობა: თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით დაინტერესდნენ

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა. ადმინისტრაციისვე ცნობით, უნივერსიტეტის პირველი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები - კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი, თბილისში შეხვედრებს მართავს.

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პროფესორებს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა. სტუმრებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს საკუთარი წინადადებებიც წარუდგინეს. პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა. პროფესორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქართველი სტუდენტები მიიღონ", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები