არჩევნები საბერძნეთში

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

EPA

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, დილის 07:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხმის მიცემა 10 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.

არჩევნებში მონაწილეობს მემარცხენე სირიზას პარტია, რომელიც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისის გადალახვას მოქალაქეებს საბერძნეთის დიდი ვალის ჩამოწერითა და მკაცრი ეკონომიკური ზომების გაუქმებით ჰპირდება.

თუმცა, მმართველი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი პრემიერმინისტრი ანტონის სამარასი თვლის, რომ მკაცრი ზომები მუშაობს. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, სირიზას პარტიის მხარდაჭერით, საბერძნეთი კატასტროფის ზღვრამდე არ მიიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საბერძნეთში ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაეცა და უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროკავშირში ყოფნის საკითხი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 19 საათზე დაიხურება.

კომენტარები