არჩევნები საბერძნეთში

საბერძნეთის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, თუმცა უმრავლესობას ვერ ფლობს

საბერძნეთში მმართველი პარტია - ახალი დემოკრატია საპარლამენტო არჩევნების ლიდერია, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობამდე რამდენიმე მანდატი აკლდება. მოსალოდნელია, რომ განმეორებითი არჩევნები მომავალ ერთ თვეში დაინიშნება.

ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია და ამ მონაცემებით, კონსერვატიული პარტიამ - ახალი დემოკრატია 40.8% მოიპოვა და დაამარცხა რადიკალი მემარცხენეები - სირიზა (20.1%), რომლებიც საბერძნეთს 2015-დან 2019 წლამდე მართავდა.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახალმა დემოკრატიამ  300-დან 145 მანდატი მოიპოვა - დააკლდა 6 უმრავლესობისთვის.

დღეიდან საბერძნეთის პრეზიდენტი, კატერინა საკელაპოლოუ სამივე დილერ პარტიას - ახალ დემოკრატიას, სირიზასა და სოციალისტ პასოკს, კოალიციის შექმნისთვის სამ დღეს მისცემს. თუ ამ უკანასკნელს ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს, რაც მოსალოდნელია, რადგან პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის, კირიაკოს მიცოტაკის თქმით, ის ერთპარტიულ ძლიერ მთავრობას უჭერს მხარს, განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.

არჩევნები მოულოდნელად წარმატებული გამოდგა პარტია - ახალი დემოკრატიისთვის. სწორედ მათ ხელისუფლებაში ყოფნისას მოუწიათ კოვიდპანდემიასა და საყოფაცხოვრებო ხარჯების კრიზისთან გამკლავება. ამასთან, თებერვალში რკინიგზაზე ავარიამ პროტესტიც გამოიწვია.

კომენტარები