ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

დანელია: გომელაური გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმითა და ვაჟკაცობით

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ვინ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, შესაძლოა საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს დაასახელოს. მინისტრობის შესაძლო კანდიდატებს შორის ვახტანგ გომელაური სახელდება, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე იყო და ამჟამად მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

გომელაურის შესაძლო დანიშვნის შესახებ დღეს კომენტარები ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმაც გააკეთეს. მაღალჩინოსნები გომელაურს პროფესიონალად ახასიათებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონიათ.

"ეს რა თქმა უნდა [გომელაურის დანიშვნა] პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. თუ მეკითხებით ვახტანგ გომელაურზე, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად საუკეთესო ადამიანური თვისებებით და ასევე მენეჯერული თვისებებით არის გამორჩეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ოთარ დანელიას განცხადებით კი, გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით მას კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა ის კანდიდატს პროფესიონალად ახასიათებს.

"ვახტანგს ვიცნობ ძალიან კარგად, თქვენ იცით, მე შსს-შიც ვმუშაობდი. ვახო გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ქართველობით და ნამდვილად განსაკუთრებული პიროვნებაა. მე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, თქვენ იცით, რომ სოფლის მეურნეობა არის მნიშვნელოვანი დარგი და ამ საქმიანობაში ძალიან ინტენსიურად ვარ ჩართული. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტანცია არ გვქონია", - განაცხადა დანელიამ.

კომენტარები