Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International: საქართველოში შეკრების თავისუფლების უფლება ირღვეოდა

Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია საქართველოში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანგარიშში მოყვანილია შემთხვევები, როდესაც შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვა.

"22 ოქტომბერს შეტაკებები მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმ თემს შორის სოფელ მოხეში მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ წამოიწყო ბიბლიოთეკის მოწყობა შენობაში, რომელიც ადგილობრივი მუსლიმური თემის მტკიცებით, ძველად მეჩეთი იყო. პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა და არაპროპორციული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ და დააკავა 14 ადამიანი. რამდენიმე დაკავებულს სცემეს, მათ შორის ქალს, რომელმაც სახის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო. სამი დაკავებული მეორე დღეს ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს, სხვები კი ახალციხის სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა.

მაისში ლგბტ აქტივისტებმა უარი თქვეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს აქციის გამართვაზე, რადგან მათ არ ჰქონდათ უსაფრთხოების საკმარისი გარანტია ხელისუფლებისგან. 2013 წელს ამ დღის აღსანიშნი აქცია ჩაიშალა ათასობით მოწინააღმდეგის ძალადობრივი თავდასხმის შედეგად. პოლიციამ ვერ შეძლო ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

კომენტარები