ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში კანადელი პასტორი გაუჩინარდა

AFP

კანადელი პასტორი, რომელიც ჰუმანიტარული ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა, გაუჩინარდა.

60 წლის რევერენდ ჰიონ სო ლიმი ჩრდილოეთ კორეას 31 იანვარს ესტუმრა და კანადაში 4 თებერვალს უნდა დაბრუნებულიყო. ის ჩრდილოეთ კორეაში მანამდე ბევრჯერ იმყოფებოდა, თუმცა, ეს ყველაზე გრძელვადიანი ვიზიტი იყო.

ჩრდილოეთ კორეა პერიოდულად უცხოელ ვიზიტორებს აპატიმრებს, განსაკუთრებით რელიგიასთან დაკავშირებულ პირებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რელიგიური აქტივობები შეზღუდულია.

ეკლესიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პასტორი ჩრდილოეთ კორეაში 21-დღიანი კარანტინისას დააკავეს. ოფიციალურმა ფხენიანმა კარანტინი იმ ვიზიტორებისთვის დააწესა, ვინც, შესაძლოა, ებოლათი იყვნენ დაინფიცირებული.

"არ გვინდა, გამოვიწვიოთ ზედმეტი ისტერია, უბრალოდ, გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ის ძალიან აპოლიტიკურია, მხოლოდ ადამიანების დახმარება სურს", - ამბობს ეკლესიის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ კანადა მოქალაქეებს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. მას ფხენიანთან დიპლომატიური კავშირი არ აქვს.

კომენტარები