ხარჯების შემცირება

დანელია: დავზოგავთ საწვავის, სატელეკომუნიკაციო, ავეჯის ხარჯებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უწყების მიერ ხარჯების დაზოგვის მიმართულებებზე საუბრობს. მისი თქმით, "ქამრების შემოჭერა" სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, საწვავს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ავეჯს შეეხება.

"რაც შეეხება ქამრების შემოჭერას, ბუნებრივია, ეს გავრცელდება სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე, საწვავზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე, თუ არ არის გამოუვალი მდგომარეობა, ბუნებრივია, ავეჯზე, ადმინისტრაციაზეც, ზოგადად, ხარჯთდაზოგვის ნაწილში, სადაც ამის საშუალება იქნება.

პირველ რიგში, ძირითადი ნაწილი ჩვენი ბიუჯეტისა გახლავთ პროექტები, თანადაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალუზრუნველყოფა და დაშრობითი სამუშაოები - ამეებს ვერ შევეხებით, გამორიცხულია. და იმას უკვე, რაც დარჩება ადმინისტრაციულ ნაწილში, ბუნებრივია, დავაკორექტირებთ.

საგაზაფხულო სუბსიდიებს არ შევეხებით არანაირ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ეს არის სოციალური და ინფრასტრუქტურული. არც ინფრასტრუქტურულს და არც სოციალურს არ მოვაკლებთ არაფერს", - თქვა დანელიამ.

კომენტარები