ISIS

ისლამისტებმა ერაყში უძველესი ქალაქი გაანადგურეს

Robert Harding / Rex

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ჩრდილოეთში უძველესი ქალაქის, ნიმროდის ნანგრევები მიწასთან გაასწორეს. ინფორმაცია ვანდალიზმის ფაქტის შესახებ ერაყის მთავრობამ გაავრცელა.

ქალაქი ნიმროდი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნით თარიღდება და ასირიის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე მეცნიერებმა უძველესი ტაძრების და სხვა შენობების ნაშთები აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ ისლამისტებმა მოსულის მუზეუმში ასირიული კულტურის ნიმუშები გაანადგურეს. 

კომენტარები