მთავრობის ხარჯები

ენმ: ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ნაციონალურმა მოძრაობამ, მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრმა ორ იტალიურ კომპანიას Lifestyle-სა და ITAL DESIGN-ს ავეჯი შეუკვეთა.

ნადირაშვილის თქმით, მთავრობამ Lifestyle-ისგან 26 000 ევროს ფარგლებში ინვენტარი შეიძინა. ეს ინვენტარია:

✓ სავარძელი 5 760 ლარი;

✓ სკამები 11 232 ლარი;

✓  ორი მაგიდა 3 192 ლარი;

✓ ორი მაგიდა 2 160 ლარი;

✓ ორი მაგიდა 2 784 ლარი;

✓ დივანი 19 104 ლარი;

✓ სავარძლები 25 344 ლარი.

ნადირაშვილის თქმით, ITAL DESIGN-ისგან ინვენტარის შეძენას კი დაახლოებით 41 000 ევრო დასჭირდა.

მთავრობის მიერ შეძენილი ინვენტარის სია ასე გამოიყურება:

✓ სავარძელი ტყავში კრემისფერი 6 084 ლარი;

✓ სამზარეულოს მაგიდა, სავარძელი ტყავში, კრემისფერი - 6 084 ლარი;

✓ სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა - დაბურული მეტალი, ზედაპირი თეთრი - 1 680 ლარი;

✓ სამზარეულოს სკამი, სტრუქტურა - დაბურული მეტალი, თეთრი, ტყავის შემცველი - 1 728 ლარი;

✓ მაგიდა თეთრი, დაბურული, ლაკირებით - 15 792 ლარი;

✓ სკამი ტყავის, თეთრი ფერის - 17 913 ლარი;

✓ ორადგილიანი დივანი - 19 368 ლარი;

✓ სავარძელი ტყავში - 15 516 ლარი;

✓ ორადგილიანი დივანი, ბროდვეი - 13 344 ლარი;

✓ სავარძელი ტყავში - 15 888 ლარი;

✓ საწოლი მთლიანი თავით, ჭრილის გარეშე, ბატუტით - 24 132 ლარი;

✓ ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1 980 ლარი.

"მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას, ბატუტზე მხტუნავი პრემიერმინისტრისა და მცურავი ლარის კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკუტად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს მატყუარა მთავრობა ჰყავს, რომელსაც ხალხმა პასუხი 21 მარტს უნდა გასცეს.

კომენტარები