ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურება გრძელდება - ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.25 ლარი ეღირება

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 4 აპრილის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი 1.2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.257 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 2.8 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.457 ლარი ეღირება.  

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი. 

კომენტარები