ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მოდელს მოლდოვაც დანერგავს

0 კომენტარი
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ფოტო: archiaward.com

საქართველოს ეროვნულ ბანკს მოლდოვის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ვიცეპრეზიდენტ აურელიუ ცინცილეის ხელმძღვანელობით სტუმრობდა. ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება და ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ობიექტს წარმოადგენს. იგი 2012 წელს გაიხსნა.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა სტუმრებს საკასო ცენტრის სპეციალიზებული შენობა დაათვალიერებინა და იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია.

მოლდოვისა და საქართველოს ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა 2012 წელს გაფორმებული მემორანდუმის საშუალებით გაღრმავდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას და წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები