EBRD

ჩაკრაბატი: სებ-ის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია

სერ სუმა ჩაკრაბატი
ტაბულა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 2.3%-მდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზი ამ რეგიონისთვის. 

"მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზირება ამ რეგიონისთვის. თუ მთლიანობაში განვიხილავთ ჩვენ რეგიონს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 1,8% იქნება საშუალოდ საქართველოსთვის. რაც შეეხება პროგნოზირებას, თუ დავუბრუნდებით იანვრის თვეს, რისკები გაიზარდა. ასევე ეს არის რეცესიით გამოწვეული, რომელსაც რუსეთში ჰქონდა ადგილი", - განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ და საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა შეაფასა. EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია.

"ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ გვქონდა დისკუსიები მასთან. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკა არის ზეწოლის ქვეშ, რთულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში ბალანსის პოვნა, მაგრამ თვითონ საქართველოს მთავრობა, მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებენ ამ თანამშრომლობისთვის", - თქვა ჩაკრაბატიმ.

კომენტარები