ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხობში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. შემთხვევა ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში გვიან ღამით მოხდა. მამუკა ხურცილავა ანგარიშსწორებას თავის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. დაზარალებულის თქმით, მას ფიზიკურად სამი პირი გაუსწორდა. ხურცილავას ადვოკატი რომეო საჯაია კი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მთავარი საზრუნავი იყო, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელევიზიით არ ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები