ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: პარტიიდან წასვლა უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გოკა გაბაშვილი პარტიიდან ოთხი წევრის წასვლას უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებად აფასებს. 

"ოფიციალურად პარტიისთვის ჯერ არცერთს არ მოუმართავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოთხი ჩვენი კოლეგა - ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე აპირებენ პარტიის დატოვებას. ეს ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ჩვენი პარტია სამი წელია, იმყოფება წნეხის ქვეშ მილიარდერი ოლიგარქის მხრიდან და ეს წნეხი, სავარაუდოდ, გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ამ წნეხის გამო იღებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას. ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება კონსტიტუციური საარჩევნო გზით. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა იმოქმედოს, ჩამოყალიბებული ხედვა კრიზისიდან გამოსვლის, ეკონომიკის ამუშავების. ეს არის პარტია, რომელიც უპირობო, მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ამ ძალიდან ამ ადამიანების გასვლა ვთვლი, რომ არის არაადეკვატური მათი მხრიდან, არასწორი, მცდარი საქციელი და ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, მათ ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ", - თქვა გაბაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძეს, პავლე კუბლაშვილს, გოგა ხაჩიძესა და გიორგი მელაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები