ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ენმ-ის ანტიკრიზისული პროგრამით, მოსახლეობის ფინანსური დახმარება გაიზრდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მოსახლეობას ფინანსური დახმარების გაზრდას პირდება. ამის შესახებ ენმ-ის ანტიკრიზისულ გეგმაში წერია, რომელიც პარტიამ დღეს ექსპერტებს წარუდგინა. ენმ-ის განმარტებით, სახელმწიფოსგან დღეს არსებული რაიმე სახის დახმარების მიმღებ ადამიანებს მდგომარეობა არ უუარესდებათ, 1 000 000 ადამიანს კი - გაუუმჯობესდება.

"300 000 ხელმოკლე პენსიონერსა და მათი ოჯახის წევრებს 50%-დან 100%-დე გაეზრდებათ ფინანსური მხარდაჭერა მიზნობრივი დახმარების ხარჯზე. 100 000-ზე მეტი გაჭირვებული ოჯახის ჯამური ფინანსური დახმარების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 10 000 ლარს მიაღწევს. 
დამატებით 100 000 ხელმოკლე ოჯახი კი, წელიწადში საშუალოდ 4 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებას მიიღებს" - წერია ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისულ პროგრამაში.

 

კომენტარები