სტიქია თბილისში

ღიბრაძე: 21 ივნისიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეები არ დაიშვებიან

გიორგი ღიბრაძე
ტაბულა

21 ივნისიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეები აღარ იმუშავებენ - ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლის თქმით, მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები და ეპიდემიის ან ინფექციის საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით და შესაბამისი აღჭურვილობით გუშინ, რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ მაღალი ტემპერატურის გამო. რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ყოველგვარი რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები" - განაცხადა ღიბრაძემ.

ღიბრაძის განცხადებით სოფელ რეხაში აღმოჩენილი კვალი არც ლომს და არც ვეფხვს არ ეკუთვნოდა და სინამდვილეში ძაღლის იყო.

 

 

 

კომენტარები