სტიქია თბილისში

კრიზისების მართვის საბჭო: პატრიარქმა დადებითად შეაფასა ჩვენი მუშაობა

მინდია ჯანელიძე და ილია მეორე
კრიზისების მართვის საბჭო

როგორც კრიზისების საბჭოს ოფიციალური facebook-გვერდი იტყობინება, კვირას, გვიან საღამოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

მათივე ცნობით შეხვედრაზე ისაუბრეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე. "პატრიარქმა დადებითად შეაფასა ამ კრიზისულ სიტუაციაში საბჭოს მუშაობა და საბჭოს აპარატის თანამშრომლები დალოცა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ფოტოც.

მინდია ჯანელიძე და ილია მეორე
ფოტო: კრიზისების მართვის საბჭო

 

 

კომენტარები