ხე-ტყე

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ხე-ტყე ამოიღეს

შსს

სამცხე-ჯავახეთში სამართალდამცველებმა 14 პირი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ სვირის სატყეო უბანში მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი ხუთი მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. მხილებულმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი მართვის ქვეშ მყოფი, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ ის იმავე ტყეში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონში ასევე უკანონოდ მოჭრილი, 28 ცალი, 5 მეტრი სიგრძის და 55 ცალი 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ბორჯომის რაიონში - 26 ცალი 3 მეტრის სიგრძის და 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, ახალციხის რაიონში კი უკანონოდ მოჭრილი 18 ცალი, 3 მეტრი სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს, ხოლო სამივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები