ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

naec.ge

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09.00 საათზე დასრულდა. 9:00 საათზე დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა. აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. დღეს ტესტირებას 20 000-მდე აბიტურიენტი გაივლის. ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გამოცხადდება ხვალ. მაია მიმინოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წელს წინა წლებთან შედარებით უკეთესი შედეგი იქნება. 

6 ივლისიდან აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში ჩააბარებენ. საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით 22 ივლისს დასრულდება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა.

კომენტარები